თეგებით ძიება

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი აზრთა გაცვლის, კონტაქტების დღეა. ინფორმაციის წყარო შეიძლება გახდეს ინტერნეტი. კარგი დღეა მიტოვებული მიმოწერის, სწავლის, აქაუნტების აღსადგენად.
კურო
მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადდგმას მოერიდეთ. შეიძლება სასურველი გავლენა ვერ მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. თუმცა, ნუ განერვიულდებით და ეცადეთ, შეცდომების გათვალისწინებით იმოქმედოთ.

ტყუპი
აზრის გამოთქმის, ინფორმაციების მოპოვების დღეა. ზოგიერთი სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს. ზოგიც - უმაღლესში აღდგენას.

კირჩხიბი
ახლებურად შეხედეთ მოვლენებს. ყველაფერს ფულით ნუ განსაზღვრავთ, ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება სულიერი სიამოვნება მოგანიჭოთ. დღეს შეიძლება პედაგოგიც კი მოსწავლედ გადაიქცეს.

ლომი
დიალოგის, კამათის გაგრძელების, აღდგენის დღეა, შეეხმიანეთ მეგობრებს, ინტერნეტითაც. ისაუბრეთ იუმორით, მეგობრულად, გამოავლინეთ მეტი ერუდიცია და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით.

ქალწული
შესაძლებლობებითა და ცოდნით სპეციალისტის წოდებას მოიპოვებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან, კოლეგებთან. ხელმომწერამდე ან გაგზავნამდე გადაამოწმეთ დოკუმენტები.

სასწორი
აღადგინეთ კონტაქტები, მიმოწერა. სწავლის დაწყების, ცოდნის გაღრმავების დღეა. თუ შორ მანძილზე აპირებთ გამგზავრებას, გადახედეთ ყველა მარშრუტსა და ტურისტული კომპანიების
შემოთავაზებას.

მორიელი
თქვენთვის საინტერესო ადამიანებს ეკონტაქტეთ. დღის განმავლობაში მსუბუქი საქმეები შეასრულეთ. ეცადეთ, არავის მოახვიოთ თავს თქვენი აზრი. დაუბრუნდით ძველ საქმეებს და გამოასწორეთ შეცდომები.

მშვილდოსანი
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, აღადგინეთ კავშირები, მიმოწერა. თუ ადრე რაღაც არ გამოგდიოდათ, შეცდომების გათვალისწინებით, დღეს კიდევ სცადეთ. ზოგიერთი ურთიერთობას აღადგენს ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან.

თხის რქა
საინტერესო ადამიანებთან გელით ურთიერთობა, მათგან ბევრ საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ძველ კლიენტებთან და კოლეგებთან; ახალ და ძველ მეგობრებთან.

მერწყული
ინფორმაციების განხილვის, კონტაქტებისა და ინტელექტუალურ თემებზე მუშაობის დღეა. ოფისში მუშაობის დროსაც კი ხშირად გაიარე-გამოიარეთ. სასურველია, სუფთა ჰაერზე. მეორე შანსი უნდა მისცეთ იმ ურთიერთობებს, რომლებიც ადრე უარყავით.

თევზები
ინფორმაციების, ცოდნისა და გამოცდილების მიღების დღეა. ყური დაუგდეთ მშობლების რჩევას. თუ საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გსურთ, ნუ აჩქარდებით დასკვების გამოტანისას. თავიდან შეისწავლეთ და გადახედეთ ვარიანტებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა