თეგებით ძიება

სალათა "მზესუმზირა" - დიასახლისების რჩეული კერძი

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 300 გ
კარტოფილის ჩიფსები
კვერცხი - 6 ცალი
ზეთი
მაიონეზი
ხახვი - 1 თავი
ზეთისხილი, უკურკო
ნიგოზი - 1 მუჭა
ყველი - 150 გ
ქამა სოკო - 250 გ


მომზადების წესები
მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით წვრილად.
მოხარშეთ მაგრად კვერცხი, გაფცქვენით, გააცივეთ და ცალ-ცალკე გახეხეთ ცილა და გული.
გაფცქვენით და წმინდად დაჭერით ხახვი, მოხრაკეთ ზეთში სოკოსთან ერთად.
შემდეგ დაჭერით ნიგოზი, გახეხეთ ყველი წმინდა სახეხზე. გადაიტანეთ სასალათეში მომზადებული ინგრედიენტები ფენებად:
ჯერ ქათმის ფილე, შემდეგ მაიონეზი, მოხრაკული ხახვი და სოკო, შემდეგ ნიგოზი + მაიონეზი, გახეხილი კვერცხის ცილა +მაიონეზი, გახეხილი ყველი + მაიონეზი, შემდეგ კვერცხის გული.
ამის შემდეგ მორთეთ სალათა დაჭრილი ზეთისხილით, გვერდზე შემოულაგეთ ჩიფსები.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა