შემწვარი ქათამი სოკოს სოუსით
ინგრედიენტები
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ქათმის ბარკლები - 1 კგ
მარილი - 1/2 ჩ/კ
ქამა სოკო - 500 გ
წვრილი ხახვი შალოტი - დაჭრილი, 1 ჭიქა
ტარხუნა - დაჭრილი, 3-4 ს/კ
ბულიონი ქათმის - 1/2 ჭიქა
თეთრი მშრალი ღვინო - 1/2 ჭიქა
ცხიმიანი ნაღები ან არაჟანი - 2 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
გაახურეთ ღრმა ტაფაში ზეითუნის ზეთი. გარეცხეთ და შეამშრალეთ ქათმის ბარკლები, მოაყარეთ მარილი და შეწვით 30 წუთის განმავლობაში.
შეწვით სოკოც იგივე ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ტარხუნა და თუშეთ სოკოს ბოლომდე მომზადებამდე.
დაუმატეთ ბულიონი და თეთრი ღვინო, აუწიეთ ცეცზლს მაქსიმუმამდე, დაუმატეთ მარილი და პილპილი, ნაღები, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და თუშეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
გადაიტანეთ სოკოს სოუსი ლანგარზე, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ქათმის ბარკლები, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გემრიელად მიირთვით!