17-23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი სიყვარული - სიმშვიდე დასადგურებს იმ ვერძების ცხოვრებაში, ვინც პარტნიორთან განშორება გადაწყვიტა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები. ფინანსები - კარგი პერიოდი ელით გამომგონებელ და ტექნიკურ სფეროში მომუშავეებს. შუა კვირიდან მოიმატებს საქმიანი შეხვედრები. ჯანმრთელობა - რაციონი ისე შეადგინეთ, რომ ღვიძლი არ დაიზიანოთ. სუფთა ჰაერზე სეირნობა აუცილებელია.
კურო
სიყვარული - ნუ ეცდებით, პარტნიორისგან იდეალის გამოძერწვას, ორივე იმედგაცრუებული დარჩებით.
ფინანსები - უძრავი ქონებისა და ტექნიკის ყიდვის კვირაა. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს.
ჯანმრთელობა - დაიწყეთ მკურნალობა, ექიმის რეკომენდაციის შესრულება. აგარაკზე საქმიანობა და სუფთა ჰაერზე ყოფნა კარგია.
ტყუპი
სიყვარული - საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ. თავად კი ხშირად გაიღიმეთ, მოესიყვარულეთ, გაეხუმრეთ პარტნიორს.
ფინანსები - წარმატება გელით მოდის ინდუსტრიაში. გაამდიდრებთ კლიენტთა ბაზას. მოერიდეთ საკადრო ცვლილებებს.
ჯანმრთელობა - უსაქმურობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გაიუმჯობესეთ ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა.
კირჩხიბი
სიყვარული - საყვარელი ადამიანის ნებართვის გარეშე სარისკო ქმედებებს ნუ ჩაიდენთ. ქორწინება და ნიშნობა არ დაგეგმოთ.
ფინანსები - მივლინების, საქმიანი შეხვედრების კვირაა. ფინანსური საკითხები მაქსიმალური სიფრთხილით მოაგვარეთ.
ჯანმრთელობა - ყური დაუგდეთ ორგანიზმის მინიშნებებს. ეცადეთ, არაფერმა დაგირღვიოთ წონასწორობა.
ლომი
სიყვარული - მეტი პატივისცემა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ზოგიერთი ბედს დაუკავშირებს ასაკით მკვეთრად განსხვავებულ (დიდს ან პატარას) პარტნიორს.
ფინანსები - გამონახეთ დრო საოჯახო ბიზნესის მოსაგვარებლად. ზოგიერთი ცოდნის გაღრმავებას გადაწყვეტს. წარმატებული კვირა გელით; თქვენთვის ყველა კარი მარტივად გაიღება.
ჯანმრთელობა - ზოგჯერ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად მკაცრ დიეტაზეც უნდა დაჯდეთ. მოუფრთხილდით თვალებს.
ქალწული
სიყვარული - რომანტიკული გატაცების გამო ყველა საქმეს გვერდზე თუ გადადებთ უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. გატაცება შეიძლება მალევე დასრულდეს.
ფინანსები - მოაგვარეთ რემონტთან, მსხვილ საყიდლებთან დაკავშირებული საქმეები. შუა კვირაში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ჯანმრთელობა - გაიმდიდრეთ ორგანიზმი ვიტამინებითა და სასარგებლო მინერალებით.
სასწორი
სიყვარული
- საყვარელი ადამიანისთვის ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებსა და ტკბილ სიტყვებს. მეტი დრო გამონახეთ რომანტიკისთვის.
ფინანსები - რაც უფრო კეთილგანწყობილი იქნებით კლიენტების მიმართ მით უკეთესია. მივლინებები გელით. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება.
ჯანმრთელობა - გასამხნევებლად კარგია ვარჯიში. მეტად გაუფრთხილდით ფეხებს.
მორიელი
სიყვარული - ეცადეთ, ბრაზი საყვარელ ადამიანზე არ გადმოანთხიოთ. აგრეთვე, ნუ გაიხდით მას დაცინვის ობიექტად.
ფინანსები - საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და დაკვირვება გმართებთ. მეტი დრო დაუთმეთ პროფესიონალურ ზრდას.
ჯანმრთელობა - მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სექსისგან თავი შეიკავეთ. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე.
მშვილდოსანი
სიყვარული - დაფიქრდით, გსურთ, ამ ადამიანის გვერდით ცხოვრება? თუ კი გამოასწორეთ შეცდომები. თუ - არა, იპოვეთ გამოსავალი.
ფინანსები - ზოგიერთს კონფიდენციალური ინფორმაცია ჩაუვარდება ხელში. კოლეგებს გაუზიარეთ ცოდნა.
ჯანმრთელობა - გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. აგრეთვე, ხშირად დაისვენეთ.
თხის რქა
სიყვარული - საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებას, წვეულებას. მან თქვენ გვერდით თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. თუმცა, დაქორწინებას ნუ იჩქარებთ.
ფინანსები - ჭკვიან კოლეგებთან იმეგობრეთ. კარგი კვირა ელით სარესტრონო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს.
ჯანმრთელობა - დღეში 15-20 წუთი მაინც ივარჯიშეთ. მოუფრთხილდით ხერხემალს; კარგია მასაჟი.
მერწყული
სიყვარული - იყავით საინტერესო და მიმზიდველი პარტნიორისთვის. თუ საყვარელ ადამიანთან გულწრფელი იქნებით, ის დაგეხმარებათ და გვერდში დაგიდგებათ.
ფინანსები - ინფორმაციის მიღების, პროფესიონალურად განვითარების კვირაა. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კარგ შედეგს მოგიტანთ ჯგუფში მუშაობა.
ჯანმრთელობა - ენერგიის ნაკლებობას განიცდით. ძილისა და დასვენებისთვის გამონახეთ დრო.
თევზები
სიყვარული - იყავით ბავშვივით ბედნიერი და დატკბით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით.
ფინანსები - შუა კვირაში დაიწყეთ სარეკლამი აქციები. კარგი კვირაა მივლინებისთვის. მოერიდეთ საკადრო ცვლილებებს.
ჯანმრთელობა - ეცადეთ, მელანქოლიამ სურვილების განხორციელებაში არ შეგიშალოთ ხელი. გაზარდეთ ფიზიკური აქტიურობა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
წყარო: astrologi.ambebi.ge