ქათმისა და ბოსტნეულის ჩაშუშული უგემრიელესი სოუსით: მიირთვით ცხელ-ცხელი ბრინჯის გარნირთან ერთად!
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 500 გ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
ბროკოლი - 200 გ
სტაფილო - 3 ცალი
ნიორი - 2 კბილი
წიწაკა ჩილი, დაფქული - მწიკვი
მარილი - გემოვნებით
სოუსისთვის:
ჯანჯაფილი, დაფქული - 2 ს/კ
სიმინდის სახამებელი - 4 ს/კ
წყალი - 1/3 ჭიქა
სოიოს სოუსი - 1/3 ჭიქა
თაფლი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები:
პატარა ქვაბში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი სოუსისთვის და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
შეწვით ქათმის თხლად დაჭრილი ფილე ზეითუნის ზეთში.
ტაფაში დაუმატეთ სტაფილო, დაჭრილი ნიორი და მზა სოუსი. შემდეგ დაუმატეთ მოწალული ბროკოლი თითქმის მზა კერძში.
შეანელეთ კერძი წიწაკით და მარილით. მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი ბრინჯის ან ვერმიშელის გარნირით.
გემრიელად მიირთვით!