თეგებით ძიება

ტკბილი ფლავი ჩირებით

რჩევა:
ქიშმიშთან ერთად შეგვიძლია მოვხარშოთ 1 ს.კ. ფორთოხლის ან ლიმონის ცედრა.
ინგრედიენტები
ბრინჯი - 1 ჭიქა
კარაქი - 1 ს/კ
მდუღარე წყალი - 2 ჭიქა
შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 0,5 ჭიქა (დაჭრილი)
გარგრის ჩირი, დაჭრილი - 0,5 ჭიქა
ქიშმიში - 0,5 ჭიქა
შაქარი - 0,5 ჭიქა
წყალი - 1 ჭიქა
მარილი
მომზადების წესები
ბრინჯი გაცხელებულ კარაქში მსუბუქად მოვშუშოთ, დავუმატოთ წყალი, მწიკვი მარილი, გარგარისა და ქლიავის ჩირები და 15 წუთის განმავლობაში თავდახურული ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ შევფუთოთ 20 წუთით. შაქარს დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ სიროფი, ჩავუმატოთ ქიშმიში და ვხარშოთ, სანამ სიროფი შესქელდება. ფლავს სუფრაზე გატანის წინ მოვასხათ შაქრის სიროფში მოხარშული ქიშმიში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა