ლუდის კლიარში შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო
ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 საშუალო თავი
ფქვილი - 3/4 ჭიქა
ლუდი - 1/2 ბოთლი
კვერცხი - 1
მარილი
პილპილი
ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. შეუდექით კლიარის მომზადებას: ხელის ზამბარით ათქვიფეთ ფქვილი, კვერცხი და ლუდი, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
დაშალეთ კომბოსტო მსხვილ ყვევილედებად.
აადუღეთ ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი და ჩაყარეთ კომბოსტო. მოწალეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. მთვარია, არ მოგეხარშოთ ძლიან.
მზა კომბოსტო გადმოიტანეთ საწურზე. სანამ ის გაცივდება, გაახურეთ ტაფა. დაასხით ზეთი დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე. კომბოსტო ამოავლეთ მომზადებულ კლიარში.
შეწვით კომბოსტოს ნაჭრები ყველა მხრიდან. დაბრაწული კომბოსტო გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ზეთი მოშორდეს.
გემრიელად მიირთვით!