თეგებით ძიება

3 ქალი, რომლებიც ყველაზე კარგად ფლობენ ფლირტის ხელოვნებას, ანუ ნებისმიერ კაცს გამოიჭერენ

ყველა ქალი როდია დაჯილოდებული "ნიჭით" ოსტატურად ეფლირტაოს მამაკაცს. ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ სამი ზოდიაქოს ნიშანია გამორჩეული:

სასწორი – ის ჭეშმარიტი "ვენერას შვილია", ფოსოებით ლოყებზე, რომელიც ულამაზესი ღიმილის დროს უჩნდება ხოლმე. სულ რომ არაფერი, ამ ჩაჩხვლეტილი ლოყებით მოახერხებს იგი მამაკაცისთვის თავბრუს დახვევას. თუმცა, სასწორ ქალს გარდა ვიზუალური მომხიბვლელობისა, განსაკუთრებული შინაგანი შარმი და ქალურობა გააჩნია, რის ხარჯზეც ძლიერი სქესის წარმომადგენლები მის გვერდით თავს საჭიროდ და ფუნქციურად გრძნობენ. იგი არასოდეს იღებს ინიციატივას საკუთარ თავზე და ყოველთვის შეუძლია დომინანტის როლი სიამოვნებით გადაულოცოს კაცს. ეს ალბათ ყველაზე დიდი "კოზირია" ამ ქალის ხელში, მიუხედავად იმისა, რომ მის ამ საქციელში ტაქტიკური სვლები მოიაზრება სამომავლო ურთიერთობის გაცილებით უფრო ღრმა ფაზაში გადასაყვანად. თუმცა, მამაკაცი, რაღა თქმა უნდა, ვერ ხვდება ამას.

Astrologia
ლომი – მისი არშემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია. არ აქვს მნიშვნელობა ბუნებამ იგი უზადო ნაკვთებით დააჯილდოვა თუ საშუალოსტატისტიკური ქალის გარეგნობა გააჩნია. მას აქვს შარმი და ამბიციები, რაც ნებისმიერ მამაკაცს აიძულებს წამის მეასედში მიაქციოს ამ დედოფლური მანერების მქონე ქალს

ყურადღება. ქალი ლომი სიყვარულის გარეშე ვერ ძლებს, მას გამუდმებით სჭირდება არა ერთი ან ორი, სამი ან უფრო მეტი "სათადარიგო თაყვანისმცემელი" ძირითად პარტნიორთან ერთად, რომელთა ყურადღებაც მას თვითშეფასების ასამაღლებლად ჰაერივით ესაჭიროება. ეს იმას როდის ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს ერთგულების უნარი არ აქვს (გაიხსენეთ ლომი გულით იმართება, შესაბამისად, თუ მართლა უყვარს ვინმე ლომი მის მიმართ უსაზღვროდ ერთგული იქნება), თუმცა პერიოდულად სხვა მამაკაცების მხრიდან წამოსული კომპლიმენტები ამ ქალს ძალიან ესაჭიროება. შესაბამისად, ყოველთვის ახერხებს დაიმსახუროს მამაკაცების ყურადღება რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. 

Astrologia

ტყუპი – იგი მამაკაცების ყურადღებას უბრალოებით, ბავშვურობითა და მოჭარბებული იუმორის გრძნობით იწვევს ყოველთვის. მისთვის ძალზე ადვილია ერთბაშად არა ერთ ან ორ, სამ ან სულაც ხუთ მამაკაცსაც კი გაუბას ფლირტი. ტყუპისთვის ჟესტების ენით საუბარი ყველაზე მარტივი რამაა. შესაბამისად, იგი არასოდეს უშვებს შანსს ხელიდან ამ მეთოდით აწარმოოს "დიალოგი" მისთვის საინტერესო მამაკაცთან. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ტყუპს ყველაფერი მალე ბეზრდება. აქედან გამომდინარე, იგი წამის მეასედში კარგავს ინტერესს ახალი საკბილოს მიმართ, თუ ჰორიზონტზე ვინმე უფრო საინტერესო ობიექტი გამოჩნდა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა