თეგებით ძიება

ხაჭოიანი ფუნთუშები საფუვრის გარეშე

წინასწარ გაფრთხილეთ, არც იფიქროთ წინა საღამოს ამ ფუნთუშების გამოცხობა, იმ იმედით, რომ დილით ჩაისთან მიირთმევთ. დილისთვის ნამცეცი არ დაგრჩებათ!
თანაც ერთი ცომით ორნაირ ფუნთუშებს ვაცხობთ: ტკბილი გულსართით და მარილიანით. ორივე ხაჭოს საფუძველზე. ძალიან მოსახერხებელია!
ინგრედიენტები
ფქვილი - 300 გ
სოდა - 0,5 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
არაჟანი - 4 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
კარაქი - 50 გ
შაქარი - 100 გ
ქიშმიში - 60 გ
დარიჩინი - 1 ჩ/კ
კამა - 1 კონა
მწვანე ხახვი - 1 კონა

მომზადების წესები
გაცრილ ფქვილს შეურიეთ სოდა და მარილი. ცალკე ჯამში არაჟანში აურიეთ 1 კვერცხი და 1 ს/კ შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ამ მასას ფქვილის მასა და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ.
ამასობაში ხაჭო გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ 2 ჯამში. პირველ ნაწილს დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი, მარილი გემოვნებით და აურიეთ. მეორე ნაწილს დაუმატეთ დამდუღრული ქიშმიში, დარჩენილი შაქარი, დარიჩინი და კარგად აურიეთ.
სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი 2-3 მმ სისქისი ფირფიტად.
ცომის ერთ ნაწილზე გაანაწილეთ მარილიანი გულსართი, ხოლო მეორეზე - ტკბილი. გარე კიდეებზე და შუაში დატოვეთ თავისუფალი ცომი. გადაახვიეთ ფირფიტა რულეტად და მაშინვე გაჭერით 2 ნაწილად. შემდეგ დაჭერით რულეტი 5 სმ სისქის ნაჭრებად.
განაჭერით ზევით დაალაგეთ ფუნთუშები კარაქწასმულ ფირფიტაზე, ზამოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა