თეგებით ძიება

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი დასვენების, სუფთა ჰაერზე გასეირნების დღეა. თუ მშობლებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, დღეს მათთან მჭიდრო კონტაქტს მოერიდეთ.
კურო
სახლში არეული ნივთების გამო ნუ ინერვიულებთ. ზოგი რამ უნდა გაატაროთ. დროულად დატოვეთ ხმაურიანი და გასართობი ადგილები.

ტყუპი
ფლირტის განწყობაზე ხართ. კარგი დღეა ნაცნობობისა და თანამოზარეებთან საერთო თამაშის დასაწყებად. ზოგიერთი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრება.

კირჩხიბი
თუ რუტინასა და ერთფეროვნებას მოიცილებთ, დღე კარგად ჩაივლის. იყავით შემოქმედებითი, თავისუფალი. შეიძინეთ აქსესუარები და სამოსი. კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ხილს, ცილოვან საკვებს.

ლომი
დღევანდელი დღე საკუთარ თავს დაუთმეთ. მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. თუ დასასვენებლად ხართ, მოერიდეთ
მზის პირდაპირ სხივებს. ზოგიერთი ახალ მეგობრებს შეიძენს.

ქალწული
ნუ იჯდებით მთელი დღე კომპიუტერის წინ. მარტოხელებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით. შეყვარებულება მეტი დრო გაატარეთ ერთად.

სასწორი
მეგობრებთან ერთად მხიარულებისა და გართობის დღეა. საინტერესო ადგილები მოინახულეთ. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ შეიპინგი, ცეკვა.

მორიელი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი პოპულარული ადამიანებისა და მოდის ტენდენციებისადმი. დაიცავით ზომიერება ყველაფერში, დაზოგეთ ძალები. მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.

მშვილდოსანი
ჰარმონიული და სასიამოვნო დღე გელით. შეეხმიანეთ უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებს. აგრეთვე, თქვენთვის საინტერესო პოლიტიკოსებსა და შემოქმედ ადამიანებს.

თხის რქა
დღეს შეიძლება თავადაც გაგიკვირდეთ საკუთარი თავის; სამსახურის საქმეებს გვერდზე გადადებთ და შემოქმედებაში, სიყვარულში, მეგობრებთან გართობაში გადაეშვებით.

მერწყული
კარგი დღე ელით მათ, ვისაც საზოგადოების წინაშე უყვარს გამოსვლა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ზოგიერთს ფარული რომანის დაწყება ელის.

თევზები
სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დღეა. არ შეასრულოთ რთული და მომაბეზრებელი საქმეები. იკვებეთ ჯანსაღად. მოერიდეთ მკაცრი დიეტის დაცვას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა