30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
ვერძი შეხვედრების, ურთიერთობების დღეა. ზოგიერთი სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში მოსინჯავს თავს. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან.
კურო
არასტანდარული ქმედებების დღეა. მეტი დრო გაატარეთ შვილების, მეუღლის გვერდით. გამონახეთ დრო სააგარკო საქმეების (მსუბუქის) შესასრულებლად.
ტყუპი
კომუნიკაბელური და აქტიური ხართ. მგზავრობა სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ. შეიტანეთ ცვლილებები იდეებსა და გეგმებში.
კირჩხიბი
ყველას აზრი მოისმინეთ და დასკვნა მერე გამოიტანეთ. საქმიანი საუბრის დროსაც კი გმართებთ იუმორის გამოვლენა. კარგი დღეა საყიდლებისთვის.
ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და არტისტიზმი. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. კარგი დღეა მიმოწერის, ნაცნობობის. ნურაფერს შეცვლით სახლში.
ქალწული
არაფერი მნიშვნელოვანი
დღეს არ დაგეგმოთ. მხოლოდ დაისვენეთ და დრო თქვენთვის სასიამოვნო პროცედურებს დაუთმეთ. საღამოს მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ.
სასწორი
შეეხმიანეთ თანამოაზრეებს, მათთან ერთად შეიძლება ახალი შემოქმედებითი იდეები განახორციელოთ. კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
მორიელი
იყავით შედეგზე ორიენტრირებული. ზოგიერთი კვალიფიკაციას აიმაღლებს, გამოცდილებას მიიღებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას.
მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. გამარჯვებას მოიპოვებთ ინტელექტუალურ, სპორტულ და შემოქმედებით საქმიანობაში. ზოგიერთი მომაბეზრებელ კავშირს დააღწევს თავს.
თხის რქა
შეიძლება ყველა საქმემ სარგებელი ვერ მოგიტანოთ. მეტად ორიენტირებული უნდა იყოთ გრძნობებზე. საინტერესო შედეგებით დასრულდება ექსპერიმენტები.
მერწყული
ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიურად იაზროვნეთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო პირებთან კონტაქტს. მოერიდეთ დაძაბულობას ასაკით უფროს ადამიანებთან.
თევზები
დაისვენეთ, გამოიძინეთ, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. თუ ხვდებით, რომ რთულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეთ, ნუ გარისკავთ. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი.
წყარო: astrologi.ambebi.ge