თეგებით ძიება

გამომცხვარი თევზი

ინგრედიენტები
თევზის ფილე - 800 გ
რძე - 2 ჭ
კარტოფილი - 5 ცალი
სტაფილო - 2
ლიმონის წვენი - 1/2 ჭ
ხახვი - 3
ზეთი - 3 ს.კ
როზმარინი
თავშავა (ორეგანო)
კვერცხი
მარილი და წიწაკა

მომზადების წესები
თევზი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი, დავდგათ, რომ წვენი გაუჯდეს.

კარტოფილი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ რძე და თუ საჭირო იქნება, ცოტა წყალიც დავამატოთ, რომ კარტოფილი დაფაროს და დავდგათ ცეცხლზე. რძე როცა ბოლომდე დაშრება, დავამატოთ მარილი, კვერცხი და გავაკეთოთ პიურე.

ფორმას წავუსვათ ზეთი, ზედ მოვათავსოთ თევზის ნაჭრები და მოვაყაროთ სანელებლები. შემდეგ ფენად დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

თუ თევზმა წვენი მოიყენა, ფრთხილად გადავწუროთ, საკონდიტრო ტომრის საშუალებით თევზზე მოვათავსოთ კარტოფილის პიურე და შევდგათ ღუმელში, სანამ ბოლომდე არ მომზადდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა