ბლინის ღვეზელი ქათმის ღვიძლით
ამ გემრიელი ღვეზლისთვის გულსართი შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით შევრჩიოთ. გარდა ღვიძლისა, ძალიან მოუხდება ხორცის ან მოშუშული ბოსტნეულის ფარში.
ინგრედიენტები
მარილი
ტომატ-პასტა - 1 ს.კ
მაიონეზი - 0.5 ჭ
ზეთი - 1 ს.კ
კარაქი - 3 ს.კ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 2 თავი
ქათმის ღვიძლი - 600 გ
უშაქრო ბლინი - 25-26 ცალი
კვერცხი მოხარშული - 2 ცალი
მომზადების წესები
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავუმატოთ ღვიძლი. ვშუშოთ 3-4 წუთი.
ღვიძლს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და განვაგრძოთ მზადება.
როდესაც ღვიძლი და ბოსტნეული მოიშუშება, ჩავზილოთ, დავუმატოთ 2 ს.კ. კარაქი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მარილი და პილპილი.
ფორმას წავუსვათ კარაქი, შიგ ჩავაფინოთ 4-5 ბლინი. ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ ღვიძლის გულსართიანი ბლინები.
პირველ ფენას წავუსვათ ცოტა ღვიძლის გულსართი და ზედ მეორე ფენა დავადოთ.
ბოლო ფენას რომ დავაწყობთ, ზემოდან დავაფინოთ 1-2 ბლინი და წავუსვათ მაიონეზში არეული ტომატპასტა, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ.
ღვეზელი შევდგათ ღუმელში და დაახლოებით 20 წუთი საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ. გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვრთოთ წვრილად დაჭრილი კამით და მაიონეზით.