თეგებით ძიება

ბრინჯის მძინარე დათუნია – საუზმე, რომელზეც ყველაზე უჭმელი ბავშვიც კი უარს ვერ იტყვის!

არ გეგონოთ, რომ რთული მოსამზადებელია... რეცეპტისა და ფოტოგაკვეთილის მიხედვით უმარტივესად შეძლებთ ასეთი საუზმის მომზადებას.
ინგრედიენტები
მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
კვერცხი - 2-3 ცალი
ზეთი - 1 ს/კ
ტომატ-პასტა ან კეტჩუპი - 1 ს/კ
მდნარი ყველის ფირფიტა - 1 ცალი
ზეთისხილი, უკურკო - 1-2 ცალი
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
დაასხით ტაფაზე ზეთი, გააცხელეთ და დაყარეთ მოხარშული ბრინჯი. დაუმატეთ კეტჩუპი. ხრაკეთ ბრინჯი 3-4 წუთის განმავლობაში.
ათქვიფეთ კვერცხი ჯამში, დაუმატეთ მარილი. შეწვით კვერცხის 2 ბლინი.
მჭრელი დანით დაჭერით ზეთისხილი ორ გრძელ, 1 სმ ზოლად და ერთ სამკუთხედად. ეს დათუნიას თვალები და ცხვირი იქნება.
მდნარი ყველის ფირფიტისგან გამოჭერით ერთი წრე და ორი ნახევარწრე დათუჩას დრუნჩისა და ყურებისთვის.
კვერცხის ერთი ბლინი დაკეცეთ ოთხად – ეს ბალიში იქნება.
ცოტაოდენი ბრინჯისგან გააკეთეთ ბურთი და დადეთ ბალიშზე, ეს დათუჩას თავი იქნება.
შემდეგ "გამოძერწეთ" ბრინჯისგან ტანი და თათები.
დააფარეთ დათუჩას კვერცხის მეორე ბლინი – ეს საბანი იქნება.
გაუკეთეთ დათუჩას ყურები და დრუნჩი წინასწარ დაჭრილი ყველის ფირფიტისგან, ხოლო ზეთისხილისგან - ცხვირი და თვალები. ესეც მძინარე, გემრიელი დათუჩა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა