თეგებით ძიება

ღვიძლი ქონდრით და პამიდვრით

ინგრედიენტები
ქინძი და რეჰანი - 1 კონა
ტომატ-პასტა - 2 ს.კ
ხახვი - 5 თავი
ხმელი ქონდარი - 2 ჩ.კ
დაჭრილი ბადექონი - 2 ს.კ
საქონლის ან ღორის ღვიძლი - 400 გ
მწვანე, მწარე წიწაკა
მარილი

მომზადების წესები
ღვიძლი დავჭრათ და ბადექონთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 0,5 ჭიქა წყალი, დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ.
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, დავყაროთ გახურებულ ტაფაზე ზეთში და ვშუშოთ, სანამ არ დარბილდება, მოვაყაროთ ქონდარი და მარილი. ღვიძლი რომ დარბილდება, ჩავამატოთ მოშუშული ხახვი, წყალში გახსნილი დაჭრილი წიწაკა, ნიორი, ტომატ-პასტა და გავაგრძელოთ მზადება. როდესაც კერძი მომზადდება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა