თეთრი შოკოლადის კრემი ნაღების ლიქიორით
ინგრედიენტები
რძე - 3/4 ჭიქა
შაქარი - 1/4 ჭიქა
თეთრი შოკოლადი - 150 გ
ნაღები - 100 მლ
ნაღების ლიქიორი - 50 მლ (მაგალითად, ბეილისი)
პიტნა - რამდენიმე ღერი
კენკრა - მოსართვად
მომზადების წესები
ჩაასხით რძე პატარა ქვაბში. პიტნის ფოთლები დასრისეთ ხელით და ჩაყარეთ რძეში. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გაწურეთ. პიტნის ფოთლები აღარ დაგჭირდებათ.
რძეს დაუმატეთ შაქარი, დადგით კვლავ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. შემდეგ გადმოდგით.
თეთრი შოკოლადი დაამტვრიეთ და ჩაყარეთ რძის სიროფში. ურიეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. შემდეგ კი კარგად გააციეთ მიღებული მასა 1 საათის განმავლობაში.
მაცივარში ნადები და კარგად გაციებული ნაღები ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე.
შოკოლადის კრემს დაუმატეთ ლიქიორი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ კი პატარ-პატარა ულუფებით დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და კარგად აურიეთ.
გაანაწილეთ კრემი მინის ბოკლებში ან კერამიკის ფიალებში და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით. სუფრასთან მიტანამდე მორთეთ სასურველი კენკრით.
გემრიელად მიირთვით!