თეგებით ძიება

პარფე ალუბლით

სეზონის პიკი - მსუბუქი და გემრიელი დესერტი
ინგრედიენტები
ალუბალი, უკურკო - 150 გრ
შაქარი - 3 სკ
ნატურალური იოგურტი ან მაწონი - 150 გრ
დარიჩინი - გემოვნებით
წყალი - 2 სკ

მომზადების წესები
1. მოათავსეთ ალუბალი ქვაბში, მოაყარეთ შაქარი დაასხით წყალი და შემოდგით ძალიან ნელ ცეცხლზე, ადუღეთ 3 წუთი.

2. იოგურტს ჩაამატეთ ძალიან ცოტა დარიჩინი, ამოურიეთ და გაანაწილეთ ჭიქებში ფენე-ფენა მომზადებულ ალუბალთან ერთად.

3. თავზე მოაყარეთ დაფხვნილი პეჩენია და გააცივეთ.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა