კალმახის ფილე მწვანილით და კარაქით
ლიმონი, კარაქი და ოხრახუში წარმოუდგენელ გემოს აძლევს კალმახს
ინგრედიენტები
მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
ოხრახუში - 3ს/კ
ლიმონის წვენი - 2ს/კ
კარაქი - 4ს/კ
კალმახის ფილე - 6ც
მომზადების წესები
კალმახის ფილე კარგად ამოვსვაროთ მარილში და შავ წიწაკაში. ტაფა გავაცხელოთ, დავასხათ ცოტა ზეთი და ფილე შევწვათ ორივე მხრიდან ისე რომ კარგად შეიბრაწოს.
სანამ თევზს ვწვავთ, 4ს/კ კარაქი, 2ს/კ ლიმონის წვენი და 3ს/კ დაჭრილი ოხრახუში კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მიღებული მასა წავუსვათ შემწვარ თევზის ფილეს სანამ ცხელია. გემრიელად მიირთვით