სენ-ჟაკის მოლუსკები ნიორში
ინგრედიენტები
სენ-ჟაკის მოლუსკი - 12
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - 1/2 კონა
კარაქი - 50 გ
თეთრი ღვინო - 1/2 ლ
მარილი და წიწაკა
მომზადების წესები
დანაყეთ ნიორი და ოხრახუში. ცალკე ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეურიეთ შიგნით დანაყილი მასა. დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა. შემდეგ ჩაამატეთ სენ-ჟაკის მოლუსკები და დატოვეთ ისინის მაღალ ცეცხლზე 30 წამიდან 1 წუთამდე, სენ-ჟაკის მულუსკების სისქის მიხედვით. გადმოიღეთ ტაფიდან სენ-ჟაკის მოლუსკები, ხოლო ტაფაზე დარჩენილ ცხიმს დაუმატეთ თეთრი მშრალი ღვინო, აურიეთ ხის კოვზით და მიიყვანეთ ადუღებამდე. მომზადებული მასა დაასხით სენ-ჟაკის მოლუსკებზე და მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ან მოხარშულ კარტოფილთან ერთად.