ჩაქაფული ალუჩით - ნამდვილი საგაზაფხულო კერძი
ინგრედიენტები
ბატკნის ხორცი - 1 კგ
ქინძი - 2 კონა
ოხრახუში - 2 კონა
მწვანე ხახვი - 2 კონა
ტარხუნა - 3-4 კონა
მწვანე წიწაკა
ალუჩა - 100 გ
თეთრი ღვინო - 250 გ
მომზადების წესები
ხორცს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხოლო მწვანილებს სქლად(დაიმახსოვრეთ, არ დაჭრათ ტარხუნა, ჯობს უბრალოდ გაასუფთაოთ). ვაწყობთ ყველა ინგრედიენტს ფენა-ფენა,ვუმატებთ ღვინოს და ვდგამთ ქურაზე,დაბალ ცეცხლზე.