თეგებით ძიება

კოტრანა - ნიგვზიანი კომბოსტო

ინგრედიენტები
კომბოსტო - თხელფოთლიანი, 1,500 კგ
ნიგოზი - 250 გ
ხახვი - 2 თავი
ნიორი - 6-7 კბილი
ქინძი - 1 პატარა კონა
ძმარი - 1 ს/კ
ცხელი წყალი - 1-2 ს/კ
ყვითელი ყვავილი - 1 ს/კ
მარილი და წიწაკა


მომზადების წესები
კომბოსტო დავჭრათ მსხვილად და მოვწალოთ მარილიან წყალში. გადმოვიტანოთ თუშფალანგზე, გადავავლოთ ცივი წყალი და გავწუროთ. გაწურული კომბოსტო ხის დაფაზე კარგად დავკეპოთ. ნიგოზი და ნიორი ერთად გავატაროთ ან დავნაყოთ, გავხსნათ ძმარსა და ცხელ წყალში, კარგად ავლესოთ, სანელებლებთან და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად, შევაზილოთ კომბოსტოს მასას.
სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დაკეპილი ქინძი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა