თეგებით ძიება

ისპანახის მხალი შაშკვლავით

ინგრედიენტები
ისპანახი - 1 კგ
ნიგოზი - 250 გ
ქინძი - 1/2 კონა
ოხრახუში - 0,5 კონა
შაშკვლავი - 0,5 კონა
ნიორი - 2 კბილი
უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
ზაფრანა - 1 ჩ/კ
ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
ხახვი - 1 თავი
თეთრი ღვინის ძმარი - 30 მლ
მარილი
დაფქვილი წითელი წიწაკა

მომზადების წესები
ისპანახის გარეცხილი ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ. ამოვიღოთ საწურზე, გავაცივოთ და გავწუროთ. შემდეგ ხის დაფაზე
დავკეპოთ დანით. ნიგოზი, მწვანილები, ხახვი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ დავუმატოთ სუნელები, მარილი და ძმარი, შევურიოთ დაკეპილი ისპანახი და ხელით კარგად ავზილოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა