ჭინჭარი კვერცხით, სოფლურად
ინგრედიენტები
ჭინჭარი - 500 გ
ხახვი - 1 თავი
კვერცხი - 2 ცალი
ზეთი
ქინძი
მარილი
მომზადების წესები
მდუღარე წყალში მოვწალოთ ქორფა ჭინჭარი, ამოვწუროთ და ავკეპოთ დანით. ტაფაზე დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი,
დავუმატოთ ჭინჭარი, დავასხათ ათქვეფილი კვერცხები. შევკაზმოთ დაჭრილი ქინძით და მარილით.