თეგებით ძიება

ყავავილოვანი კომბოსტო არომატული სოუსით

ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კგ
კვერცხი - 4 ცალი
ზეთი - შესაწვავად
ქინძი და ოხრახუში - 1 კონა
საფანელი - 2 ს/კ
გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) - 2 ს/კ
სიმინდის ფქვილი - 2 ს/კ
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
სოუსისთვის:
მაიონეზი - 300 მლ
ნიორი - 5-6 კბილი
ხარჩოს სუნელი - 2 ს/კ
ანადუღარი წყალი - ცოტაოდენი
მარილი და წიწაკა
სეზამის მარცვლები - მოსაყრელად

მომზადების წესი:
საფანელი, სიმინდის ფქვილი, მარილი, წიწაკა და პარმეზანი ავურიოთ.
კომბოსტო დავყოთ ყვავილედებად და ადუღებულ მარილიან წყალში ვხარშოთ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავწუროთ, დავჭრათ, შევურიოთ კვერცხი და ფხვიერი მასა.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მომზადებული მასა მოვშუშოთ, სანამ შეიბრაწება. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
მაიონეზში ავურიოთ დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ხარჩოს სუნელი, გავათხელოთ ცოტაოდენი ანადუღარი წყლით და შევურიოთ კომბოსტოს.
სუფრაზე გატანის წინ კერძს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, მოვრთოთ სასურველი მწვანილითა და ბოსტნეულით.

რჩევა:
თუ პარმეზანი არ გვაქვს, შეგვიძლია მეტი საფანელი შევურიოთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა