ნამცხვარი "ჩიტის რძე"
ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 2 ჭიქა
გამდნარი და შეგრილებული კარაქი - 20 გ
სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
მწიკვი ვანილი
ფქვილი - 5-6 ჭიქა
კრემი:
რძე - 1 ლ
შაქარი - 1 ჭიქა
კარაქი - 100 გ
ვანილი
შოკოლადის მინანქარი
მომზადების წესები
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, თანდათან დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები ფქვილის გარდა და ორთქლის აბაზანაზე
15-20 წუთი ვხარშოთ, შემდეგ შევურიოთ ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, დავყოთ 3 ნაწილად, გავაბრტყელოთ თხლად და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ. კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ შესქელებამდე, შეგრილებულს შევათქვიფოთ კარაქი. კრემი ნამცხვარს ფენაფენა წავუსვათ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი. იხ. შოკოლადის მინანქრის რეცეპტი