თეგებით ძიება

ხრაშუნა ბადრიჯანი - არომატული და სასიამოვნო









ასე მომზადებული ბადრიჯანი მათაც მოეწონებათ, ვინც ბადრიჯანს თვალის დასანახადაც ვერ იტანს. აუცილებლად სცადეთ - ასეთი გემრიელობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!

ინგრედიენტები:


ბადრიჯანი - 1 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
საფანელი - 150 გრ
პურის ფქვილი - 100 გრ
ზეითუნის ზეთი - 200 გრ
პარმეზანი - 50 გრ
შავი პილპილი - 1 ჩ/კ
ორეგანო - 0.5 ჩ/კ
ნივრის ფხვნილი - 0.5 ჩ/კ
ხახვის ფხვნილი - 0.5 ჩ/კ
პაპრიკა - 0.5 ჩ/კ


მომზადების წესი:


1. მოაჭერით ბადრიჯანს მწვანე თავი, გარეცხეთ გამდინარე წყალში და დაჭერით გრძლად, დაახლოებით 1 სმ სიგანის ნაჭრებად. თითოეულს მოაყარეთ მარილი ორივე მხრიდან. გაშალეთ ვაფლის პირსახოცი, დაალაგეთ ზედ ბადრიჯანი და გადააფარეთ ზემოდან პირსახოცი. დატოვეთ ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე 30-60 წუთით.



2. აიღეთ სამი საშუალო სიღრმის ჭურჭელი: პირველში აურიეთ პურის ფქვილი და მარილი. მეორეში ათქვიფეთ კვერცხი, მესამეზე კი ერთად დაბლენდერებული პარმეზანი, საფანელი და სუნელები მოათავსეთ.



3. თუჯის ტაფაზე დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ. ბადრიჯნის ნაჭრები პირსახოცით კარგად გაამშრალეთ, შემდეგ კი თანმიმდევრობით ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს, შეზავებულ საფანელში. შებრაწეთ ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება, არაუმეტეს 2-3 წუთისა.



4. მზა ბადრიჯანი დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცგადაფარებულ თეფშზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე, სიხრაშუნე რომ შეინარჩუნოს.


გემრიელად მიირთვით!

წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა