სალათა კიტრითა და ყველით - ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი
კიტრისგან, ზაფხულის სალათების მთავარი და დიასახლისების საყვარელი ინგრედიენტისგან, მომზადებული ეს ნოყიერი სალათა მშვენიერი დამატება იქნება სადილისთვის.
ინგრედიენტები:
კიტრი - 400 გრ
მდნარი ყველი - 90 გრ
არაჟანი - 50 გრ
ნიორი - 1 კბილი
ოხრახუში - ნახევარი კონა
ბაზილიკი - ნახევარი კონა
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ და დაჭერით ახლად მოკრეფილი კიტრი ნახევარმთვარეებად, ან კუბიკებად. ჩაყარეთ იმ ჭურჭელში, რომელშიც სალათის მომზადებას გეგმავთ.
2. გახეხეთ მდნარი ყველი საშუალო სახეხზე და დააყარეთ კიტრს. ოხრახუში და ბაზილიკიც (იგივე რეჰანი) წვრილად დაჭერით და კიტრს დააყარეთ.
3. გაჭყლიტეთ ნიორი და ისიც სალათში მოათავსეთ. მოაყარეთ მარილი და დაამატეთ არაჟანი. აურიეთ და სუფრასთან მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge