ბადრიჯანი ყველითა და კვერცხით - აჭარული ხაჭაპურის მოტივებზე
თუ ერთფეროვანი საკვები მოგბეზრდათ და რამე ორიგინალური მოგენატრათ, სცადეთ ეს საზაფხულო კერძი.
ინგრედიენტები:
ბადრიჯანი - 1 ცალი
სულგუნი - 40 გრ
იმერული ყველი - 40 გრ
კვერცხის გული - 2 ცალი
ორეგანო - გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე. ჩაყარეთ მარილიან წყალში 10 წუთით და შემდეგ გაწურეთ.
2. გააცხელეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი და დაალაგეთ ბადრიჯნები გაჭრილი მხრიდან. დაახურეთ თავსახური და მოთუშეთ გაოქროსფერებამდე.
3. მოხადეთ ტაფას თავი, გადმოაბრუნეთ ბადრიჯნები და შუაგულში კოვზით გააკეთეთ ჩაღრმავება. ბადრიჯნის „ნავს“ მოაყარეთ ორეგანო, პილპილი და მარილი.
4. საშუალო ზომის სახეხზე გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი, ჩადეთ ბადრიჯანში. შემდეგ თითოეულ „ნავში“ ჩააგდეთ კვერცხის გული (სურვილისამებრ, შეგიძლიათ, მთლიანი კვერცხიც ჩადოთ).
5. დაახურეთ ტაფას თავსახური და თუშეთ, სანამ ყველი არ გადნება და კვერცხის გული არ მომზადდება. სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge