თეგებით ძიება

ლავაში კარტოფილის პიურეთი

როცა მაცივარი ცარიელია და ძალიან გშია - უსწრაფესად მოსამზადებელი გემრიელობა.





ინგრედიენტები:

ლავაში - 3 ცალი
კვერცხი - 2 ცალი
კარტოფილი - 6-8 ცალი
არაჟანი - 1 ს/კ
კამა - 1 კონა
მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით
მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი მოხარშეთ მარილიან წყალში, წყლის ნაწილი გადაწურეთ, ჩაყარეთ ქვაბში წვრილად დაჭრილი კამა, არაჟანი და პილპილი. გააკეთეთ პიურე.



2. ლავაშის თითოეული ფირფიტა გაჭრით ოთხად. თითოეული ნაწილის კიდეზე დადეთ ერთი ს/კ პიურე და გადაახვიეთ კონვერტად.



3. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან ერთად. ამოავლეთ თითოეული კონვერტი კვერცხის მასაში.



4. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე და შეწვით პიურეიანი კონვერტები ორივე მხრიდან, გაოქროსფერებამდე.



გემრიელად მიირთვით!


წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა