ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები
ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ
ბროკოლი - 200 გრ
სტაფილო - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
მწვანილი - 0.5 კონა
კარტოფილი - 2 ცალი
ნიორი - 2 კბილი
შვრიის ფანტელი - 100 გრ
პურის ფქვილი - 1 ს/კ
სახამებელი - 1 ს/კ
შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ კარტოფილი მუნდირში, გააგრილეთ, გაფცქვენით, გახეხეთ სახეხზე. გასუფთავებული სტაფილოც გახეხეთ. ხახვი, ნიორი და მწვანილი დაჭერით, რაც შეიძლება წვრილად.
2. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ ყვავილედებად, ცალ-ცალკე მოათავსეთ და დაასხით 3 ს/კ წყალი. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3-3 წუთით. დარბილებული ყვავილედები დააბლენდერეთ.
3. დიდ თასში აურიეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ზეთისა. პროდუქტები მანამ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დაისველეთ ხელები წყალში და გააკეთეთ კატლეტები.
4. შემდეგ შეგიძლიათ ან შეწვათ, ან გამოაცხოთ. თუ შეწვას გადაწყვეტთ, მაშინ კარგად გაცხელებულ და თავდაუხურავ ტაფაზე უნდა შეწვათ და ზეითუნის ზეთი დაამატოთ.
5. თუ გამოცხობას გადაწყვეტთ, დაალაგეთ კატლეტები ცხიმწასმულ ჟარონზე და აცხვეთ 220 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოაბრუნეთ და კიდევ 15 წუთი აცხვეთ.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი: ირმა ჯოხაძე
წყარო: funtime.ge