სულ რაღაც, 10 წუთი გაიმეტეთ და ამ რეცეპტს არასოდეს დაივიწყებთ!
ინგრედიენტები:
ქათმის მკერდი - 300 გრ
სოიოს სოუსი - 50 მლ
წყალი - 100 მლ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მზესუმზირის ზეთი - 2 ს/კ
მომზადების წესი:
1. მსუბუქად დაბეგვეთ მკერდი, რათა უფრო ბრტყელი ფორმა მიიღოს.
2. კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და დადეთ მკერდი.
3. შეწვით ორივე მხრიდან გაოქროსფერებამდე, დაახლოებით 1.5 წუთი თითოეულ მხარეს.
4. როგორც კი ხორცი გავარდისფრდება, დაასხით სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და წყალი.
5. თუშეთ 2-3 წუთი, გადააბრუნეთ და თუშეთ კიდევ 5 წუთი.
6. მარილი საჭირო აღარ არის, რადგანაც სოიოს სოუსს იყენებთ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge