ვახშმის რეცეპტი მარტოხელა მამაკაცისთვის
მოთუშული კომბოსტო სოსისით - მსუბუქი, გემრიელი, იაფი და რაც მთავარია - მარტივად მოსამზადებელი.
თუკი კომბოსტო და რამდენიმე ცალი სოსისი მოგეპოვებათ, უგემრიელეს ვახშამს მარტივად მოამზადებთ. ხოლო თუკი მაცივარში 1 ბოთლი ლუდიც შემოგრჩათ, თავს ნამდვილ ბავარიელად იგრძნობთ.
სოსისიანი მოთუშული კომბოსტოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კომბოსტო - 1 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
სოსისი - 0,5 კგ
მწვანე ხახვი - 2 ცალი
ნიორი - 3 კბილი
კარაქი - 2 ს/კ (შესაძლებელია მცენარეული ზეთიც)
ტომატი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შაქარი - 1 ჩ/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
მწვანილი - ნებისმიერი (გემოვნებით)
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მომზადების წესი:
მოიმარჯვეთ მოზრდილი ქვაბი, შემოდგით ნელ ცეცხლზე, ჩააგდეთ ქვაბში კარაქი ან დაასხით ზეთი. დაელოდეთ ცხიმის გალღობას. შემდეგ კი დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილები და კარგად მოურიეთ. განაგრძეთ ხახვისა და მწვანილების მოთუშვა ძალიან დაბალ ცეცხლზე.
სტაფილო, სოსისი და ნიორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და გადაიტანეთ ქვაბში. კარგად მოურიეთ. როგორც კი ქვაბში მოთავსებული პროდუქტები მოითუშება, დაამატეთ ტომატი, მარილი, შაქარი და შავი პილპილი. კარგად მოურიეთ, დაახურეთ ქვაბს თავსახური და განაგრძეთ მოთუშვა საშუალო ცეცხლზე 5-10 წუთის განმავლობაში.
ამასობაში კომბოსტო არ დაგავიწყდეთ. ბოსტნეულიან და სოსისიან ქვაბში დაამატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო, 1,5-2 ჭიქა წყალი და დაახურეთ თავსახური. დაუკელით ცეცხლს და განაგრძეთ მოთუშვა 20-30 წუთის განმავლობაში.
როგორც კი მიხვდებით, რომ კომბოსტო მოითუშა, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, დაელოდეთ კიდევ 3 წუთი და გაზქურა გამორთეთ. მოთუშული კომბოსტო სოსისით მზად არის!
წყარო: