ხაჭოს ტორტი ფორთოხლით - ჰაეროვანი და გემრიელი
და არამარტო ფორთოხლით, შეცვალეთ ის თქვენი საყვარელი ხილით და მოამზადეთ ზუსტად 5 წუთში უგემრიელესი დესერტი.
ინგრედიენტები:
წყალი - 120 მლ
ჟელატინი - 1 ს/კ
ხაჭო - 700 გრ
შაქარი - 150-200 გრ
ფორთოხალი - 1 ცალი
არაჟანი - 300-400 გრ
სიმინდის ბურბუშელა - 50 გრ
ვანილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. დაასხით ჟელატინს ადუღებული წყალი და გააჩერეთ.
2. აურიეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
3. დადგით ჟელატინიანი ჭურჭელი ორთქლზე, დაელოდეთ, სანამ ოდნავ გალღვება და ჩაამატეთ ხაჭოს მასა.
4. გაფცქვენით ფორთოხალი, მოაშორეთ კურკები და დაჭერით კუბიკებად.
5. ხაჭოს მასის დაახლოებით მესამედი მოათავსეთ სილიკონი ფორმაში. ზემოდან დააწყვეთ ფორთოხალი. ისევ დაამატეთ ხაჭოს მასა. მოაყარეთ სიმინდის ბურბუშელა და ხაჭოს მასის დარჩენილი ნაწილი. შედგით ხაჭოს ტორტი მაცივარში 3 საათით.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge