ზარმაცების „პიცა“ - მზადდება ტაფაზე 10 წუთში!
კარგ მზარეულს ყოველთვის აქვს სათადარიგო ვარიანტი იმ შემთხვევისთვის, როცა მოულოდნელი სტუმარი მოუკაკუნებს ან, სულაც, ეზარება ქურასთან ტრიალი. დღეს სწორედ ერთ ასეთ სათადარიგო, თუმცა უგემრიელეს რეცეპტს გაგიზიარებთ.
თეთრი პური ბატონი დაჭერით კუბიკებად;
ტაფას მოუსვით კარაქი;
ზედ დააწყვეთ დაჭრილი ბატონი, ოღონდ ისე, რომ ცარიელი ადგილი არ დატოვოთ;
1/4 ჭიქა რძე და 1 კვერცხი კარგად ათქვიფეთ ერთმანეთში;
ეს მასა ტაფაზე დალაგებული ბატონის ნაჭრებს გადაასხით;
შემდეგ თავზე გადაუსვით კეტჩუბი (ან ტომატ-პასტა), ზედ დააწყვეთ დაჭრილი ძეხვი, ხახვი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ზეთის ხილი (თუ გაქვთ სახლში), მწვანილი გემოვნებით;
ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი;
დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი აცხვეთ.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge