შოკოლადის ტორტი ფქვილის გარეშე
ალბათ, იკითხავთ, უფქვილოდ ტორტის გამოცხობა როგორ შეიძლება, მაგრამ გარწმუნებთ, შეიძლება კიდეც და თანაც ძალიან მსუბუქი, ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის...
საჭირო პროდუქტი:
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
კაკაო - 2 ს/კ
20%-იანი ნაღები - 150 მლ
შავი შოკოლადი - 200 გრ
მომზადების წესი:
1. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ.
2. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ და შაქარი შუაზე გაყავით. შაქრის ნახევარი ცილასთან ერთად ათქვიფეთ, სანამ მყარი კონსისტენციის ღრუბელს არ მიიღებთ. შაქრის მეორე ნახევარი კვერცხის გულს დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ კაკაო და აურიეთ.
3. ბეზე შოკოლადიან მასაში ნაწილ-ნაწილ, ფრთხილად შეურიეთ.
4. ღუმელის თუნუქის ფურცელზე ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ცომი დაასხით და 30-35 წუთი აცხვეთ.
5. გამომცხვარი ტორტი გააგრილეთ.
6. მოამზადეთ შოკოლადის კრემი: ნაღები ქვაბში ჩაასხით და დაბალ ცეცხლზე დაადგით. კარგად რომ გაცხელდება (არ უნდა ადუღდეს) დატეხილი შოკოლადი ჩაყარეთ და გადნობამდე ურიეთ.
7. გაგრილებული ბისკვიტი 2 ან 4 ნაწილად გაჭერით და შოკოლადის კრემი წაუსვით, შემდეგ კი ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge