თეგებით ძიება

მჭადი ყველითა და კვერცხით

აქ მთავარი სიმინდის ფქვილის ხარისხია, რაც უფრო წმინდადაა დაფქული, მით უფრო გემრიელი გამოდის მჭადი.




ინგრედიენტები:

სიმინდის ფქვილი - 310 გრ
მაგარი ყველი - 200 გრ
კვერცხი - 1 ცალი
გაზიანი წყალი - 200 მლ
ნიორი - 1 კბილი
გამაფხვიერებელი - 1.5 ჩ/კ
ნაღების კარაქი - გემოვნებით


მომზადების წესი:


1. გატეხეთ კვერცხი, დაამატეთ წყალი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.



2. აურიეთ გამაფხვიერებელი სიმინდის ფქვილში და მშრალი მასა ნელ-ნელა ჩაყარეთ თხევად მასაში. მოზილეთ ცომი.



3. მსხვილად გახეხეთ ყველი, ნიორი გამოატარეთ ნივრის საჭყლეტში და ერთმანეთში აურიეთ.



4. ყველის მასა ცომში ჩაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოზილეთ.



5. კარაქი გაადნეთ ტაფაზე, გააკეთეთ ჭადები, დააწყვეთ ტაფაზე და დაახურეთ თავსახური. შეწვით ორივე მხრიდან.




გემრიელად მიირთვით!



წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა