თეგებით ძიება

სოუსი „ცახტონი“ - კავკასიური სამზარეულოს მარგალიტი

ეს სოუსი საოცარი შერწყმაა სინაზის, პიკანტურობისა და სიცხარის.







ინგრედიენტები:

მაწონი - 1 ჭიქა
ნიგოზი - 50 გრ
ოხრახუში - 0.5 კონა
ქინძი - 0.5 კონა
კამა - 10 გრ
ნიორი - 1 კბილი
მწარე წიწაკა - მეოთხედი
შავი პილპილი - 0.25 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:

1. ჩანაყეთ ნიგოზი ქვიჯაში. მწვანილი დაჭერით, რაც შეიძლება წვრილად.

2. მწარე წიწაკის მეოთხედი წამოადუღეთ 5 წუთით, რათა ძალიან მწარე აღარ იყოს. გააშრეთ და წვრილად დაჭერით.

3. აურიეთ მაწონში (თუ გინდათ არაჟანში) დაჭყლეტილი ნიორი, მწვანილი, ნიგოზი, მწარე წიწაკა, მოაყარეთ მარილი და პილპილი. გადაიტანეთ სათანადო ჭურჭელში.

ეს სოუსი ძალიან უხდება არა მარტო ხორცს, არამედ თევზსაც.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა