თეგებით ძიება

ფიტნეს-ნაყინი ავოკადოსგან

თუ დიეტაზე ხართ და საშინლად გენატრებათ ნაყინი, გასინჯეთ ეს დაბალკალორიული გემრიელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ავოკადო დესერტებში ნაკლებად გამოიყენება, სწორედ ის აძლევს ნაყინს საჭირო ცხიმიან-ნაღებიან კონსისტენციას. გემოზე ნუ იდარდებთ: ის ფანტასტიკური იქნება! ლიმონისა და ლაიმის მისია აქ არამარტო გემოს არომატულობაა: ციტრუსის წვენი ავოკადოს ფერსაც შეუნარჩუნებს და მას გამუქების საშუალებას არ მისცემს.


ავოკადო მწიფე უნდა იყოს - მუქი კანით და ელასტიკური რბილობით.


ინგრედიენტები:

ავოკადო - 4 ცალი
ლიმონი - 1 ცალი
ლაიმი - 1 ცალი
თაფლი - 3 ს/კ
ვანილი - 1 მწიკვი
რძე - 500 მლ


მომზადების წესი:

1. ლიმონსა და ლაიმს მოაცილეთ ცედრა და გამოწურეთ.

2. ავოკადოს რბილობი დააბლენდერეთ. მაშინვე დაამატეთ ციტრუსის ცედრა და წვენი. აურიეთ. დაამატეთ თაფლი, ვანილი, ჩაასხით რძე და გულდასმით გადაურიეთ.

3. გადაიტანეთ მასა გასაყინად შესაფერის ჭურჭელში და შედგით საყინულეში. როცა ნაყინი შეიკვრება, კიდევ ერთხელ გადაურიეთ.

4. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2-3-ჯერ 30-წუთიანი ინტერვალით, რათა ნაყინის კონსისტენცია გლუვი იყოს, ყინულების გარეშე.

გემრიელად მიირთვით!



წყარო:funtime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა