თეგებით ძიება

ფუმფულა და გემრიელი კექსი, რომლის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ

ინგრედიენტები
ფქვილი-2 ჭიქა
კეფირი- 1 ჭიქა
კვერცხი- 2 ცალი
შაქარი- 1ჭიქა
გამაფხვიერებელი- 10 გრამი
ქიშმიში- 100 გრამი
ვანილი- 1 შეკვრა
ნაღების კარაქი- 1 სუფრის კოვზი


მომზადება:
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კეფირი. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ქიშმიში.

მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში.

კექსი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30-35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის ხარისხი შეამოწმეთ ასანთის ღერით.

გამოცხობის შემდეგ სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის ფხვნილი ან მოასხით შოკოლადის მინანქარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა