თეგებით ძიება

ვენური ვაფლი

მასალა: ხორბლის ფქვილი – 1,5 სუფრის კოვზი, სოდა – 1 ჩაის კოვზი, მარილი – 1/4 ჩაის კოვზი, რძე – 375 მილილიტრი, გამდნარი კარაქი – 200 გრამი, კვერცხი – 3 ცალი, შაქარი.
რძე, კარაქი და კვერცხის გულები ავთქვიფოთ, დავუმატოთ ფქვილს და გავაგრძელოთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თასში მოვათავსოთ ფქვილი და სოდა ერთად, დავამატოთ მარილი, 100 გრამი შაქარი და ავურიოთ. ცილა ავთქვიფოთ და აკურატულად დავუმატოთ ცომს. გავაცხელოთ სავაფლე, ცომის 3/4–ით ამოვავსოთ და 3–4 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. მომზადებული ვაფლები მოვათავსოთ თეფშზე და მივირთვათ შოკოლადთან, კენკრასთან, ან იოგურტთან ერთად.





წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა