თეგებით ძიება

ეს შეიძლება ჯერ არ გაგისინჯავთ - ყავა ყველით ფრანგულად

ცოტა ადამიანია მსოფლიოში ვისაც ყავა და ყველი არ უყვარს. ზოგიერთი მათ ერთად მიირთმევს საუზმეზე, თუმცა, ალბათ, ყველიანი ყავა ბევრს არ ექნება გასინჯული.
ყავის ამ წესით მოდუღება ფრანგებმა გამოიგონეს. მათი აზრით, ყველი ყავისგან სასიამოვნო არომატს იღებს, ხოლო ყავა რბილ ცხიმიანობას. კულინარები მიიჩნევენ, რომ ამ მიზნით უმჯობესია ყველი "ბრის" გამოყენება, თუმცა შესაძლებელია სახვა რბილი ცხიმიანი ყველის გამოყენებაც.

ყველიანი ყავის მომზადების ორი წესი არსებობს, ხოლო ინგრედიენტები მარტივია - ყავა, ყველი და შაქარი გემოვნებით.

პირველი წესის თანახმად, ჩადეთ 50 გრ. ყველი ჭიქაში და მას ქაფქაფა ყავა დაასხით. მოურიეთ ყავას სანამ ყველი არ გადნება და დაუმატეთ შაქარი გემოვნებით,

მეორე წესით იმავე რაოდენობის ყველის ნატეხს დებენ ყავის ჭიქაში, ურევენ მას სანამ ყველი ოდნავ არ მოლღვება და უმატებენ შაქარს. ყავას რომ დალევთ, შეგიძლიათ ყავიოს არომატიანი ყველიც მირთვათ.

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ ეს სასმელი კალორიულობით ყველიან ბუტერბროდს უტოლდება.






წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა