თეგებით ძიება

მაკარუნები - უგემრიელესი ფრანგული დესერტი

Macaroons - უგემრიელესი ფრანგული დესერტი, რომელიც საფრანგეთის კულინარიის ერთერთ საოცრებადაც ითვლება. მას ნუშის ნამცხვრის ფრანგულ ვერსიასაც უწოდებენ. მის რეცეპტს თუ გადავხედავთ შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მისი მომზადება საკმაოდ მარტივია თუმცა, ამ ტკბილეულსაც „ფრანგი ქალივით პრეტენზიული ხასიათი“ აქვს.

მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე გემრიელი, ასევე ძვირადღირებული მაკარუნები პარიზში საკონდიტრო მაღაზია Pierre Herme-ში მზადდება.

რაც შეეხება რეცეპტს, შემოგთავაზებთ მარწყვის მაკარუნის რეცეპტს:

50 გრ დაფქული ნუში

140 გრ შაქრის პუდრა

2 დიდი ზომის კვერცხის ცილა

1 ს/კ შაქარი

ვარდისფერი საღებავი

3 ს/კ მარწყვის ჯემი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 190°C-მდე. ორ ცალ დიდი ზომი საცხობ თუნუქის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. დაფქული ნუში და შაქრის პუდრა დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით კვერცხის ცილა და ათქვიფეთ, სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს.

დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ სანამ ბეზე საბოლოოდ არ გამაგრდება. ათქვეფილ ბეზეს ფრთხილად გადაურიეთ ნუში და შაქრის პუდრა და ვარდისფერი საღებავი. ნუშის ჩარევისას ბეზე შეიძლება ცოტათი ჩავარდეს. ბეზე საკონდიტრო ტომსიკაში ჩაასხით და პერგამენტზე პატარა რგოლები დასვით (დაახლოებით 1 თავშედგმული ჩ/კ ბეზეს ოდენობის).

პორციებს შორის ადგილები დატოვეთ, ერთმანეთს რომ არ მიეწებოს - დაახლოებით 50 ცალი უნდა გამოვიდეს. 10 წუთი შეშრობა დააცადეთ და 5 წუთით ღუმელში შედგით გამოსაცხობად. მაკარუნებს თავზე კიდევ ერთი ფენა პერგამენტი გადააფარეთ და კიდევ 4 წუთი დატოვეთ ღუმელში. გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ. გაცივებული მაკარუნები პერგამენტის ქაღალდს ააცალეთ და მარწყვის ჯემის მეშვეობით ერთმანეთს ორ-ორად შეაწებეთ.

თავდახურულ კონტეინერში მაკარუნები 3 დღის განმავლობაი ინახება.





წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა