თეგებით ძიება

რომელია თქვენთვის იდეალური მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აქვს თუ არა თქვენს პირად ცხოვრებაზე გავლენა ვარსკვლავებს და პლანეტებს და საჭიროა თუ არა სასურველი პარტნიორის პოვნისას მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა. ამის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მათთვის კი ვისაც სჯერა გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალი, რომელი ზოდიაქოს მამაკაცში იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს.



ქალი ვერძი (21 მარტი-19 აპრილი)

მამაცია, ცხელი, თავისუფლებისმოყვარე. ემოძიურად სტაბილური და ლოგიკურია და თავი ყოველთვის მხრებზე აქვს და არ კარგავს.

ის უნდა შეხვდეს მამაკაც კირჩხიბს და თევზებს, რომლებსაც ვერძის ენერგიულობა და ემოციურობა მოსწონთ.

არ უნდა შეხვდეს ტყუპებს და ლომს, ვერძი მათი დომინირების სურვილს ვერ შეეგუება.


ქალი კურო (20 აპრილი- 20 მაისი)

სიამოვნებას ფუფუნებისგან იღებს, ის ერთგული საყვარელი და საუკეთესო მეგობარია.

უნდა შეხვდეს კუროს, რომელსაც მასავით ფუფუნებაში ცხოვრება მოსწონს და კირჩხიბს , რომელიც მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს.

არ უნდა შეხვდეს მამაკაც ლომს, რომელიც ძალიან მომთხოვნია და მამაკაც მშვილდოსანს , რომელსაც არ მოწონს კუროს მოდუნებული ცხოვრება.


ქალი-ტყუპები (21 მაისი- 20 ივნისი)

აზრიანი და რომანტიულია, მას სჯერა ნამდვილი სიყვარულის. მრავალფეროვანი და ავანტიურისტია.

უნდა შეხვდეს კირჩხიბს, რომელისთვისაც ის ერთადერთი იქნება და სასწორს, რომელის მიმართაც ფიზიკურ და სულიერ ლტოლვას განიცდის,

არ უნდა შეხვდეს მორიელს, რომელიც ძალიან ეჭვიანია და ქალწულს, რომელიც ძალიან მშვიდი და წყნარია ტყუპისთვის.



ქალი- კირჩხიბი (21 ივნისი-22 ივლისი)

ის ამბიციურია, მგრძნობიარე, იუმორის გრძნობით.

უნდა შეხვდეს მამაკაც სასწორს, რომელიც სტაბილური და თავისთავსი დარწმუნებულია და კუროს, რომელიც მასთან შედარებით მიწიერია.

არ უნდა შეხვდეს მორიელს, რომელიც მასავით ეჭვიანია და ქალწულს, რომელსაც მასავით უჭირს თავისთავის გამოხატვა.


ქალი-ლომი (23ივლისი-22 აგვისტო)

ის ეგოისტია, უყვარს, როცა თაყვანს სცემენ. მაგრამ თუ ნამდვილ სიყვარულს პოულობს ის ერთგული და სტაბილური ხდება.

უნდა შეხვდეს მამაკაც ტყუპს, რომელიც კეთილი ჯენტლმენია და მორიელს, რომელიც მას დომინირების საშუალებას მისცემს.

არ უნდა შეხვდეს მერწყულს. რომელიც ლომის სიძლიერეს ვერ გაუძლებს და თხისრქას, რომელიც ლომის წესებს ვერ გაუძლებს.


ქალი- ქალწული (23აგვისტო-22 სექტემბერი)

ის თავის აზრებში იკარგება, დაფიქრებული და წყნარია.

ის უნდა შეხვდეს ვერძს, რომელიც ქალწულისგან განსხვავებით თავისთავში დარწმუნებულია და თხის რქას, რომელსაც ქალწულის ამოუცნობი და ჩაკეტილი ნატურა არ აშინებს.

არ უნდა შეხვდეს კირჩხიბს და თევზებს, ორივე ზედმეტად მგრძნობიარეა მისთვის.


ქალი სასწორი (23სექტემბერი-22 ოქტომბერი)

ის გაწონასწორებულია და იცის რა უნდა ცხოვრებისგან, აქტიურია და მეგობრული.

უნდა შეხვდეს მამაკაც მშვილდოსანს, რამდენადაც დაუჯერებელი არ ინდა იყოს თავისუფალი მშვილდოსანის და დომინანტი სასწორის ურთიერთობა ჰარმონიულია და ლომს, რომელიც მისი თანამოაზრეა.

არ უნდა შეხვდეს თხისრქას, რომელიც მასთან შედარებით ნაკლებ მიზანდასახულია და თევზებს, რომლებსაც სასწორის ზედმეტად პირდაპირობა არ მოწონთ.


ქალი მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი)

ის ძალიან ეჭვიანი და ემოციურია და მისი გულის დაპყრობა რთულია.

უნდა შეხვდეს დიდი მოთმინების უნარის მქონე თხისრქას და ლომს, რომელსაც მორიელის ეჭვიანობა ხიბლავს.

არ უნდა შეხვდეს მორიელს , რომელთანაც რომენტიული ურთიერთობა ტოქსიკური იქნება და ერთმანეთს ენერგიას გამოაცლია და ტყუპებს, რომელიც მისთვის ზედმეტად რომანტიულია.



ქალი მშვილდოსანი (22 ნოემბერი-21 დეკემბერი)


ის უშიშარია, თავისუფალი მხოლოდ თავის გულს უსმენს და ისეთ ადამიანს ეძებს, რომელიც მზადაა მასთან ერთად მსოფლიოს შემოუაროს.

უნდა შეხვდეს ვერძს, რომელიც მასავით პეპლის ცხოვრებით ცხოვრობს და მერწყულს, რომელსაც მისი თავგადასავლებიანი ცხოვრება მოსწონს.
არ უნდა შეხვდეს კუროს, რომელიც მისგან განსხვავებით სახლზე და ოჯახზე მიბმული ტიპაჟია და ქალწულ კაცს, რომელიც ძალიან წესრიგის მოყვარულია, რომლის უზრუნველყოფასაც მშვილდოსანი ვერასოდეს ვერ მოახერხებს.


ქალი თხისრქა (22დეკემბერი-19 იანვარი)

ძალიან მომხიბვლელი , მიზანდასახულია და მომთმენია.

ის უნდა შეხვდეს თევზებს, რომელსაც მის სერიოზულ ცხოვრებაში გრძნობები შემოაქვს და ქალწულს, რომელთანაც ერთად მყარ სტაბილურ გარემოს ქმნის.

არ უნდა შეხვდეს ლომს.რომელიც თხისრქისთვის ძალიან არაპროგნოზირებადია და ვერძს, რომელიც უდარდელია.


ქალი მერწყული (20იანვარი- 18 თებერვალი)

ის მუდამ ინოვაციების ძიებაშია, არ უყვარს ჩარჩოებში ყოფნა.

უნდა შეხვდეს, მამაკაც სასწორს, რომელიც მასავით სოციალურად აქტიურია და ტყუპებს, რომელსაც შეუძლია თავისუფლების მოყვარულ მერწყულს თავი დააკარგვინოს.

არ უნდა შეხვდეს მამაკაც მორიელს, რომელიც მისთვის ზედმეტად ეჭვიანია და თევზებს, რომელიც მერწყულისგან დიდ ყურადღებას ითხოვს.


ქალი თევზები ( 19 თებერვალი-20 მარტი)

მათი გაგება ძნელია, ის მგრძნობიარე , ემოციური და მერყევია

უნდა შეხვდეს, კირჩხიბ მამაკაცს, რომელიც მას დამცველად მოევლინება და თხისრქას. რომელსაც თევზების მგრძნობიარე ხასიათი იზიდავს.

არ უნდა შეხვდეს ტყუპებს, რომელიც თევზებისთვის ზედმეტად გულახდილი და პირდაპირია და სასწორს, რომელიც თევზებისგან განსხვავებით სოციალურად ძალიან აქტიურია.








წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა