ზაზა ნადირაძემ ფინალურ გაცურვაში მესამე ადგილი დაიკავა
უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ზაზა ნადირაძემ ფინალურ გაცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ზაზამ 200 მეტრიანი დისტანცია 40.24 წამში დაფარა.