თეგებით ძიება
02. 12. 2024 სპორტი

„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს.

როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს.

„ყველას მოგესალმებით. სამწუხარო მოვლენების შემდეგ, შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერის გამომხატველი მრავალი მესიჯისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. 

ისევ ჩემს მომავალ გეგმებზე ვარ კონცენტრირებული და ძალიან მალე შევხვდებით. გაუფთხილდით თავს და თქვენს ახლობლებს“, - წერს გიორგი მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მიქაუტაძეს სახლთან შეიარაღებული პირები დახვდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს კარის გაღება, რის შემდეგაც, ერთ ერთმა ბოროტმოქმედმა ის მძევლად აიყვანა, მეორემ კი ამ დროს, ჯამში 150 000 ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანა სახლიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა