ტოჩინოშინი რეიტინგით აღმოსავლეთის სუმოისტებს შორის მესამე ადგილზეა
იაპონიის სუმოს ასოციაციამ სექტემბრის ბაშოსთვის ბანძუკე (რეიტინგი) გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში იოკოძუნა კაკურიუა, რომელიც მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზებს – ის აღმოსავლეთის პირველი იოკოძუნაა, ხოლო მისი თანამემამულე იოკოძუნა ჰაკუჰო დასავლეთის პირველ ნომრად იქნა განმწესებული.
ლევან გორგაძე ანუ ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს და შეეცდება პრესტიჟული წოდების დაცვას, ვინაიდან ის აკი ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული და დადებითი ბალანსის ვერ დაფიქსირების შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაკარგავს.
წყარო