ფაჩულიას მეუღლე: \'\'თქვენ ამოშალეთ ზაზა... მე შემრცხვებოდა\'\'
ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიმართ კრიტიკული შინაარსის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
თიკა ალავიძე:\'\'ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არდაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ. როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში, გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის, როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA-ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!
უბრალოდ სირცხვილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.
შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა, მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე.\'\'