ირაკლი ვეკუამ ცერა თითებზე აზიდვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა
თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში" გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც წუთში 43 აზიდვა ჰქონდა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვეკუას რეკორდის დასამყარებლად სრული ერთი წუთი ჰქონდა, თუმცა, მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მას მხოლოდ 46.8 წამი დასჭირდა.
წყარო:pia.ge