გიგა ბოჭოიძე - ,,ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა".
საქართველოს ახალგაზრდა ვაჟთა ნაკრები, რომელსაც 2016 წლიდან გიგა ბოჭოიძე ხელმძღვანელობს ევროპის ჩემპიონატიდან ტრიუმფალური შედეგებით დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და როგორც ნაკრების მწვრთნელმა გოგა ბოჭოიძემ განაცხადა, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა ოქროს მედლები მოიპოვეს ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც კი მონაწილეობდნენ. სულ შვიდი წონითი კატეგორიიდან ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა ხუთში იასპარეზეს და ხუთივეში ოქროს მედლები მოიპოვეს. გიგა ბოჭოიძე აღნიშნავს, რომ ასეთი შედეგი პირველად მიიღო ახალგზრდულმა ნაკრებმა და იმედოვნებს, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ნაკრები მომავალშიც დიდი გამარჯვებებით დაბრუნდებიან სამშობლოში.
წყარო:newposts.ge