საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციამ ირანის ნაკრები უმკაცრესად დასაჯა
2019 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ირანის ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონი – საიდ მოლაი მოკვეთეს. ირანელმა ძიუდოისტმა კი თავშესაფარი ითხოვა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეს ფაქტი შეისწავლა და დღეს საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. დღეიდან ირანის ნაკრები IJF-ის მიერ ჩატარებულ ვერცერთ შეჯიბრში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
როგორც ცნობილი გახდა, ირანის ძიუდოს ფედერაციამ ორი მუხლი დაარღვია: 1) მუხლი 1.2.2 (უნივერსალურობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის პატიცისცემა) 2) მუხლი 1.2.4 (რასისტული, სექსისტური, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა ნებიემისი დისკრიმინაციის აკრძალვა).
წყარო:pia.ge